ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სენსორების მიწოდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ადმინისტრირებული პროექტის „Ecolinks 2“ ფარგლებში
გამოქვეყნების თარიღი: 17 სექტემბერი, 2026
ტენდერის დასახელება: ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სენსორების მიწოდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ადმინისტრირებული პროექტის „Ecolinks 2“ ფარგლებში
ტენდერის No.: 089/RECC/G/UNDP/FLIP/2026.10
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი (საქართველოს დროით)
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ღია ტენდერს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის რვა ავტონომიური სენსორის მიწოდებისათვის (მონაცემთა გადაცემა მობილური ქსელით), ორი კონფიგურაციით (კონფიგურაცია A: NO₂ + O₃, ექვსი ერთეული; კონფიგურაცია B: NO₂ + SO₂, ორი ერთეული; ორივე კონფიგურაცია ასევე ზომავს PM1, PM2.5 და PM10 ნაწილაკებს, ტემპერატურას, ჰაერის ფარდობით ტენიანობასა და ატმოსფერულ წნევას). თითოეული ერთეული მიეწოდება მზის ენერგიის კომპლექტით, მობილური კავშირით და მონაცემთა პლატფორმის გამოწერით არანაკლებ 24 თვისა, ასევე საწყისი ტრენინგით; მზის ენერგიის კომპლექტის ფასი შეიძლება შედიოდეს ერთეულის ფასში ან მიეთითოს ცალკე, ხოლო სახარჯი მასალების ფასი მიეთითება ცალკე. მიწოდების პირობა: DDP, თბილისი (საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პრეტენდენტებს შეუძლიათ ფასი წარმოადგინონ DAP პირობით).
მონაწილეობა
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (ინდივიდუალურად ან კონსორციუმის სახით), ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან შემოთავაზებული აღჭურვილობის მწარმოებლები ან მწარმოებლის მიერ ავტორიზებული დისტრიბუტორები.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) უნდა წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე, ან ელექტრონულად, ხელმოწერილი და დასკანერებული PDF ფაილების სახით, ელ. ფოსტაზე nino.rostomashvili@rec-caucasus.org, ტექნიკური დავალების შესაბამისად:
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)
მცხეთის ქუჩა #48-50, 0179, ქ. თბილისი, საქართველო
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს:
ა) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
ბ) ტენდერის ნომერი 089/RECC/G/UNDP/FLIP/2026.10;
გ) სიტყვები „არ უნდა გაიხსნას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“;
დ) განაცხადის წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება.
ტენდერის წარდგენის ფორმა (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზებები და დამხმარე დოკუმენტაცია) ერთად უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში. სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარდგენილი ორიგინალის სახით და სათანადოდ ხელმოწერილი.
შეფასება
შემოთავაზებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი იქნება სრული ლოტის ფასი, მზის ენერგიის კომპლექტების ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:
ნინო როსტომაშვილი, გრანტის ოფიცერი
მობილური: +995 557 664 441
ელ. ფოსტა: nino.rostomashvili@rec-caucasus.org
სატენდერო დოკუმენტაციის დანართები